ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ნახევარფინალური წყვილიც გაირკვა #1TVSPORT
აშშ-ში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ბოლო მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა – მადრიდის „რეალმა“ „დორტუნდი“ 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
მადრიდელთაგან გოლები გონსალო გარსიამ, ფრან გარსიამ და კილიან მბაპემ გაიტანეს, გერმანელთაგან კი თავი მაქსიმილიან ბაიერმა და სერუ გირასიმ გამოიჩინეს.
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში 8 ივლისს „ფლუმინენსე“ და „ჩელსი“ ითამაშებენ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „რეალის“ შეხვედრა კი 9 ივლისს გაიმართება – ორივე თამაში 23:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.