საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ოქტომბრის მატჩებისთვის ემზადება, მეორე ვარჯიში ჩაატარა. ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
არაფერია ნათქვამი კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ, რომელმაც პსჟ-ს ბოლო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა. მაგრამ გავრცელებული ფოტომასალიდან ირკვევა, რომ „ჯვაროსნების“ ლიდერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა ესპანეთთან სათამაშოდ მზად უნდა იყოს.
ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს – 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45