ხვალიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება
ხვალიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება

„ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ხვალ, 18 თებერვალს, თბილისის მერიის მიერ მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით ახორციელებს შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი”.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 18 თებერვალს დღის 12:00 საათიდან 19 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I-VII კავრტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის და I მ/რ-ს ნაწილს, ნუცუბიძის III მ/რ-ს, ზემო ვეძისის დასახლებას, დელისის I, II, III და დელისის ქუჩას, ქავთარაძის, პოლიტკოვსკაიას (ჯიქიას), სანდრო ეულის, შავგულიძის, უნივერსიტეტის I შესახვევს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის და ასათიანის ქუჩების ნაწილს. დიღომი 7-ს, ჩოხელის ქუჩას შესახვევებს და ჩიხებს, ფერაძის ქუჩას შესახვევებს და I ჩიხს, მუხათგვერდის, ციციშვილის, ძნელაძის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, გიორგი ბრწყინვალეს, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის და მიმდებარე ქუჩებს. სოფელ ძველ ვეძისს. გლდანის რაიონში: ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, ავჭალის და მიმდებარე ქუჩებს. მცხეთის რაიონში: სოფელ ნატახტარს, ქალაქ მცხეთას, სოფელ წიწამურს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.