ხვალიდან 16 თებერვლის 12:00 საათამდე თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება
ხვალიდან 16 თებერვლის 12:00 საათამდე თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15 თებერვალს წყალმომარაგების ახალ ქსელზე ჩატარდება გადაერთებითი სამუშაოები, რის გამოც აუცილებელია მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლა.

მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 15 თებერვალს, დღის 12:00 საათიდან 16 თებერვლის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტალს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, მაჭავარიანის, გელოვანის, გამრეკელის, დელისის და მიმდებარე ქუჩებს, ქავთარაძის, ასათიანის, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ქუჩების ნაწილს, ნადარეიშვილის, ჩიქოვანის და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს.

სოფელ დიღომში: ფარნავაზის, როსტევანის II ჩიხს, შერმადინის, მიხეილ მესხის, კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს.

დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის I კვარტალს. გლდანის რაიონში გარკვეულ ქუჩებსა და ზაჰესში, მშვიდობის და აფხაიძის ქუჩებს.

„ჯივიპიში“ განმარტავენ, რომ ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით შპს ,,კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს.

დატოვე კომენტარი