საქართველოს 26-27 მაისს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან, აგატა კორნჰაუზერ-დუდასთან ერთად ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ხვალ სტუმარი სიტყვით გამოვა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ანჯეი დუდა დაესწრება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტს.
27 მაისს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან. მოგვიანებით, გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობითაც.
იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიური აღმოჩენების გაცნობა ორბელიანების სასახლეში.
სალომე ზურაბიშვილი და ანჯეი დუდა ასევე გააკეთებენ ერთობლივ განცხადებებს.
ვიზიტის ფარგლებში, ანჯეი დუდა შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.