ხვალ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება
ხვალ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

ხვალ, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნულ პორტალზე. მეორე დოზით აცრა ჩატარდება 10 მაისიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში მას „იუნისეფი“ ეხმარება.

ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.