ხვალ, 06:00-დან 12:00 საათამდე რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება
ხვალ, 06:00-დან 12:00 საათამდე რიკოთის გვირაბი ჩაიკეტება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ხვალ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის დაზიანებული ადგილების ასფალტ-ბეტონით შევსების სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამუშაოების გამო, ხვალ, 16 ივნისს გვირაბში რამდენიმე საათის აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა 06:00-დან 12:00 საათამდე იმოქმედებს.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნავენ  საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.