ხუთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავით მგზავრობდნენ, თეირანისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს
ხუთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავით მგზავრობდნენ, თეირანისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს

ხუთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ირანის მიერ ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზებით მგზავრობდნენ, ოფიციალური თეირანისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

ხუთი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც ირანში ჩამოგდებული უკრაინული ავიახაზებით მგზავრობდნენ, ოფიციალური თეირანისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

კანადის, უკრაინის, შვეიცარიის, ავღანეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მოუწოდეს ირანს, გადაუხადოს კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ასევე უზრუნველყოს სწრაფი და გამჭირვალე გამოძიება.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო „ბოინგი“ თეირანის აეროპორტთან 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. სამი დღის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ აღიარა, რომ თვითმფრინავი სამხედროებმა შეცდომით ჩამოაგდეს. 14 იანვარს ირანის მთავრობამ ავიალაინერის ჩამოგდების საქმის გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.