ხუთი ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსი ცხადდება
ხუთი ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსი ცხადდება

საქართველოს ეროვნული ბანკი ხუთი ლარის ნომინალის მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს.

„2019 წელს აღინიშნება ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილე, ხოლო საქართველო აღნიშნავს საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მონეტის გამოშვება. 5 ლარის ნომინალის მონეტის დიზაინის ესკიზის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზს (ესკიზებს) დადგენილ ვადებში. კონკურსანტს მოეთხოვება მონეტის დიზაინის ესკიზ(ებ)ის მომზადება-წარმოდგენისას
გაითვალისწინოს შემდეგი პირობები: 1. მონეტის მახასიათებლები: ნომინალი – 5 ლარი; შემადგენლობა – ვერცხლი ; დიამეტრი – 33 მმ; ხარისხი – პრუფი. 2. თემა: ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლისა და საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე. 3. დანიშნულება – საკოლექციო.

კონკურსში გამარჯვებული ესკიზისთვის განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 3 000 ლარი. საკონკურსო მასალები მიიღება 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.