ხუთი ცვლილების წესი მომავალი სეზონისთვის გააგრძელეს
ხუთი ცვლილების წესი მომავალი სეზონისთვის გააგრძელეს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო ოფიციალური გადაწყვეტილება, 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელოს ხუთი ცვლილების წესი.

„ვრცელი გამოკვლევის საფუძველზე, რომელიც თავის თავში მოიცავდა დაინტერესებულ მხარეებთან კავშირს და კალენდარზე კორონავირუსის გავლენის ანალიზს, მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგრძელდეს მატჩებისას ხუთი შეცვლის შესაძლებლობა. ეს წესი ძალაში იქნება 2021 წლის 31 ივლისამდე“, – წერია ფიფას განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ხუთი ცვლილების წესი შემოიღეს იმისთვის, რათა შემცირდეს დატვირთვა ფეხბურთელებზე კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ.

ასევე იტყობინებიან, რომ თითოელ ჩემპიონატს უფლება აქვს, უარი თქვას ამ წესზე და დაუბრუნდეს სამ ცვლილებას.