ფორმულა 1-ის ისტორიაში ლუის ჰემილტონი მესამე პილოტია, რომელმაც ხუთი ტიტულის მოგება შეძლო.
პირველი, ვინც ეს 1957 წელს მოახერხა, ხუან მანუელ ფანხიო იყო. 2002-ში რეკორდი მიხაელ შუმახერმა გაიმეორა. სამეფო რბოლების ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე ფორმულა 1-ის პრეს-სამსახურმა აღნიშნულ პილოტებს სპეციალური ვიდეო მიუძღვნა.