ხულოში ეკლესიების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს, ხოლო მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
ხულოში ეკლესიების გაქურდვაში ბრალდებული დააკავეს, ხოლო მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული მ.თ. ეკლესიების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებულ თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების ინფორმაციით, მ.თ.-მ ხულოში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიებში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხისა და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტიც გახსნა. სამართალდამცველებმა თ.გ.-ს მეჩეთის გაქურდვის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.