ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია იწყება
ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია იწყება

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, ორ ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის ტენდერიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და ხიდი ხიდი, დაიგება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან​ ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. „პროექტის განხორციელების შემდეგ, ტურისტული ნაკადი გაიზრდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ახალი შესაძლებლობებს გაუჩენს“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.