ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებული თითქმის ყველა შეზღუდვა 25 მარტიდან გაუქმდება
ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებული თითქმის ყველა შეზღუდვა 25 მარტიდან გაუქმდება

ჩინეთის ხელისუფლება ხუბეის პროვინციაში კარანტინის ფარგლებში გამოცხადებულ თითქმის ყველა შეზღუდვას 25 მარტიდან გააუქმებს. შეზღუდვები ძალაში 8 აპრილამდე დარჩება პროვინციის ცენტრში, ქალაქ უხანში. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ჩინეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი ტიპის კორონავირუსი პირველად 2019 წლის დეკემბერში სწორედ უხანში გავრცელდა. ინფექციური დაავადების გავრცელების შემდეგ, ხელისუფლებამ ქალაქსა და მთელს პროვინციაში მკაცრი კარანტინი დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ხუბეის პროვინციაში სულ კორონავირუსის 68 ათასამდე შემთხვევა დადასტურდა. თუმცა ბოლო დღეებში ახალი პაციენტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. ბოლო ექვსი დღის განმავლობაში ხუბეის პროვინციაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დატოვე კომენტარი