ხუან მარტინ დელ პოტრო დეკემბერში გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს ჯოკოვიჩის წინააღმდეგ #1TVSPORT
წარსულში ცნობილი არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო გამოსათხოვარ მატჩს ჩაატარებს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ.
შეხვედრა სახელწოდებით „ბოლო გამოცდა“ 1 დეკემბერს ბუენოს აირესში გაიმართება.
„ორ ძველ მეგობარს, ორ მუდმივ მეტოქეს ისევ გააერთიანებს კონკურენცია“ – წერია ანონსში.
პროფესიულ ტურში დელ პოტრო და ჯოკოვიჩი 20-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სერბმა 16-ჯერ მოიგო.
ხუან მარტინ დელ პოტრომ კარიერა 2022 წელს დაასრულა.