ხუან გუაიდო სამშობლოში დაბრუნებას აპირებს
ხუან გუაიდო სამშობლოში დაბრუნებას აპირებს

ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

პოლიტიკოსის თქმით, ის ეკვადორში ვიზიტის დასრულების შემდეგ ვენესუელაში დაბრუნდება. ხუან გუაიდომ თავის მომხრეებს ვენესუელაში 4 და 5 მარტს საპროტესტო აქციების გამართვისთვის მოუწოდა.

ამასთან, მას არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის აპირებს სამშობლოში დაბრუნებას.

ვენესუელაში ხუან გუაიდოს წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, რის გამოც მას აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება.

ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 22 იანვარს, ნიკლას მადუროს მეორე ვადით ინაუგურაციის შემდეგ დაიწყო. საერთაშორისო საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია არალეგიტიმურად ცნო. დემონსტრაციების დაწყებიდან მალევე ვენესუელის ნაციონალური ასამბლეის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ საკუთარი თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ოფიციალურად აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირის წევრთა უმრავლესობამ, კანადამ, ავსტრალიამ, ლათინური ქვეყნების ნაწილმა და საქართველომ. ნიკოლას მადუროს მხარდამჭერებს შორის არიან რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი.