ხოზრევანიძე, ბროლაძე და აივაზიანი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ხოზრევანიძე, ბროლაძე და აივაზიანი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

​ესპანეთში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სამი ქართველი – ანრი ხოზრევანიძე (60კგ), ნიკა ბროლაძე (72კგ) და გორ აივაზიანი (97კგ) ფინალში იასპარეზებენ.

ხოზრევანიძემ და ბროლაძემ აზერბაიჯანელი სპორტსმენები დაამარცხეს, აივაზიანმა კი ნახევარფინალში გერმანელ მოჭიდავეს სძლია. დღეს გამომსვლელ კიდევ ერთ ქართველს, დათა ჩხაიძეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი რეპეშაჟიდან აქვს. ფინალური დაპირისპირებები ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.

ტურნირზე რამდენიმე წუთში გუშინდელი წონითი კატეგორიების ფინალურ ბლოკში აჩიკო ბოლქვაძე (87კგ) ოქროს მედლისთვის იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში სერბი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში სომეხ ნაზარიანს დაუპირისპირდება.

ბოლქვაძემ ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისკენ მიმავალი გზა ისე გაიარა, ერთი ქულაც არ დაუკარგავს, თავად კი 26 ქულა აიღო. კიდევ ერთი ქართველი თორნიკე მიქელაძე (77 კგ) შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.