ხოსეპ გუარდიოლა - „მანჩესტერ სიტის“ მდგომარეობა სულ უფრო უარესი ხდება #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას განცხადებით, გუნდში მდგომარეობა სულ უფრო უარესი ხდება.
ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში „სიტი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 1:2 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგა.
როგორც ესპანელი აცხადებს, გამოსავალი თავად უნდა იპოვოს.
„არც ისე კარგად ვითამაშეთ და ეს წელს ხშირად ხდება. მატჩი გამარჯვებისკენ მიგვყავდა და ბოლო წუთებზე ორი გოლი გავუშვით. ამ ყველაფერს ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებ, ურთულესი სეზონი გვაქვს და მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.
ახლა მოქმედების დროა, მე მწვრთნელი ვარ და გამოსავალიც ჩემი საპოვნელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ გზა არ ჩანს და თავს კარგად არ ვგრძნობ“, – განაცხადა გუარდიოლამ.
„მანჩესტერ სიტი“ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში რვაჯერ დამარცხდა და მხოლოდ ერთხელ მოიგო.