ვენესუელას ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად არგენტინელი ხოსე პეკერმანის დანიშვნის შესახებ. 72 წლის სპეციალისტთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
კარიერის განმავლობაში პეკერმანი არგენტინისა და კოლუმბიის ნაკრებებს წვრთნიდა და ორივე გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობით კოლუმბიელებმა 2016 წელს კოპა ამერიკაზე მესამე ადგილზე დაიკავეს.
ვენესუელას ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი 27 იანვარს შედგება, როცა ვენესუელელები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-15 ტურში ბოლივიას უმასპინძლებენ. დღეს გუნდს სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი უკავია.