სკოლარი „ბოკა ხუნიორსის“ მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება
სკოლარი „ბოკა ხუნიორსის“ მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება

არგენტინულმა გრანდმა „ბოკა ხუნიორსმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა დაიწყო. როგორც Ole წერს, „ლიბერტადორესის თასის“ ფინალისტის გაწვრთნის შანსი ლუიშ ფელიპე სკოლარის აქვს. 70 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი, ამჟამად, „პალმეირასს“ ავარჯიშებს და მასთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე აქვს.სკოლარის გარდა, ამ პოსტზე ხოსე პეკერმანი, მიგელ ანხელ რუსი და ანტონიო მოჰამედი განიხილებიან.

შეგახსენებთ, რომ „ბოკა ხუნიორსის“ მთავარმა მწვრთნელმა, გილერმო ბაროს შელოტომ „ლიბერტადორესის თასის“ ფინალიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პოსტის დატოვება გადაწყვიტა.