ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა
ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა

ხორვატიის სამხედრო ვერტმფრენი ადრიატიკის ზღვაში ჩავარდა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენი საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა.

ხორვატიის თავდაცვის სამინისტროს ბორტზე მყოფი პირების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მივიდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი.

ხორვატიის თავდაცვის უწყების განცხადებით, ვერტმფრენი (Kiowa Warrior OH-58D) კუნძულების, ზლარინისა და ზლაჩეს მიმდებარედ ჩამოვარდა.