ხორვატიის საგარეო უწყება – ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისადმი, აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას
2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-15 წლისთავს ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„რუსეთის საქართველოში შემოჭრის მე-15 წლისთავზე, ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობით ხორვატია აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხოებას და კონსტრუქციული ჩართულობის, მშვიდობიანი გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.
On the 15th anniversary of #Russia‘s invasion of #Georgia, 🇭🇷 reiterates its support to 🇬🇪 sovereignty and territorial integrity.
Croatia actively contributes to security in Georgia through participation in #EUMM, and calls for constructive engagement and a peaceful resolution.
— MVEP/MFEA 🇭🇷 (@MVEP_hr) August 7, 2023