ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვხედავთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვხედავთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას

ჩვენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ვხედავთ, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ-რადმანმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ევროპულ სამეზობლოში სტაბილურობა მათთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას ვხედავთ. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მშვიდობა ევროპულ სამეზობლოში. ჩვენ დღეს შევხვდით ზოგიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვებსაც შევხვდებით, ჩვენს ინტერესშია მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა მინისტრმა.