ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი
ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი

გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან გრლიჩ რადმანმა ეუთო-ს 28-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ხორვატიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნების სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„გაჭიანურებული კონფლიქტები საქართველოსა და მოლდოვაში არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი. ამ ქვეყნების დესტაბილიზაციის მცდელობები, ადამიანი უფლებების დარღვევა და ეთნიკური დისკრიმინაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეუთო-ს ვალდებულებასთან წინააღმდეგობაშია. ჩვენ მოვუწოდებთ გაორმაგდეს ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში საქართველოსთან დაკავშირებით და ხუთს პლუს ორის ფორმატში მოლდოვასთან დაკავშირებით. ანალოგიურად უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.