ხორვატიის პრემიერი – ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენაა
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი ქვეყანაში მომხდარი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„პეტრინიას გზაზე, სისაკ-მოსლავინას ოლქში, კიდევ ერთი გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც მთელი ხორვატიის მასშტაბით შევიგრძენით, ჩვენ მობილიზება გავუკეთეთ ყველა ხელთ არსებულ სერვისს ხალხის დასახმარებლად და დანგრეული ტერიტორიების გასაწმენდად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა“ – წერს პლენკოვიჩი „ტვიტერში“.
Na putu za Petrinju nakon još jednog razornog potresa u Sisačko-moslavačkoj županiji, koji se osjetio u brojnim dijelovima Hrvatske. Mobilizirali smo sve raspoložive službe da pomognu ljudima i račiste porušene dijelove. Sada je najvažnije spasiti ljudske živote.
— Andrej Plenković (@AndrejPlenkovic) December 29, 2020