ხორვატიის პრემიერი - ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხორვატული მოდელის გამოყენება შეუძლია
ხორვატიის პრემიერი - ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის საქართველოს ხორვატული მოდელის გამოყენება შეუძლია

ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის თქმით, საქართველოს და უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციისთვის ხორვატიის გამოცდილების გამოყენება შეუძლიათ.

ეს განცხადება ანდრეი პლენკოვიჩმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.

მისი თქმით, ხორვატიას ტერიტორიების რეინტეგრაციაში დაეხმარა გადაწყვეტილებები, რომლებიც „ზეწოლასა და დიპლომატიაზე“ იყო დაფუძნებული.

„ჩვენ გვქონდა ორი გამოსავალი – სამხედრო და დიპლომატიური. გამოსავალმა, რომელიც დაფუძნებული იყო ზეწოლასა და დიპლომატიაზე, შედეგად ჩვენი ტერიტორიების რეინტეგრაცია მოიტანა“,- განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.

სიტყვით გამოსვლაში ხორვატიის მთავრობის მეთაურმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციას.

„საქართველო და უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები რომ ყოფილიყვნენ, ამ ქვეყნებში სიტუაცია სულ სხვანაირი იქნებოდა“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.