ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, ამ დახმარებას გავაგრძელებთ
ხორვატიის პრემიერ-მინისტრი - მუდმივად ვუჭერდით მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, ამ დახმარებას გავაგრძელებთ

ხორვატია მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ფინანსური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით, გავაგრძელებთ ამ დახმარებას, – ამის შესახებ კიევში ვიზიტით მყოფმა ხორვატიის პრემიერმა, ანდრეი პლენკოვიჩმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხორვატია დიდად აფასებს უკრაინელი ხალხის მდგრადობას და წინააღმდეგობას.

„ხორვატია მუდმივად უჭერდა მხარს უკრაინას პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი, ფინანსური, ჰუმანიტარული და ტექნიკური თვალსაზრისით. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დახმარების გაწევას. აშკარად ვაცნობიერებთ, რომ ამას ვაკეთებთ როგორც ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო დარწმუნებული, რომ ჩვენ ვართ სწორ მხარეს, ეთიკურად სწორ მხარეს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სანქციების წინა ხუთ პაკეტს და ახლა ვთანამშრომლობთ მეექვსე პაკეტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა პლენკოვიჩმა.