ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ევრო 2020-სთვის მოსამზადებლად ძლიერ მეტოქეებს უნდა შევხვდეთ
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ევრო 2020-სთვის მოსამზადებლად ძლიერ მეტოქეებს უნდა შევხვდეთ

პულაში საქართველოსთან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ (2:1) ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა პრესკონფერენცია გამართა და თამაში შეაფასა.

„სასიამოვნოა, რომ წელი გამარჯვებით დავასრულეთ. მე ვფიქრობ, თამაშით შეგვიძლია კმაყოფილი ვიყოთ. ბევრი კარგი მომენტი გამოჩნდა – ჩვენ თამაშს პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და მრავალი მომენტი შევქმენით. მოედანზე პერიშიჩი და რებიჩი შეგნებულად დავტოვე ბოლო წუთამდე, რადგან მათ კლუბში წუთითაც არ ათამაშებენ“, – ამბობს ზლატკო დალიჩი.

ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, ამის შემდეგ მხოლოდ ელიტარულ ნაკრებებთან თამაში სურს:

„ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მოსამზადებლად მინდა ძლიერ მეტოქეებს შევხვდეთ და არ მსურს, დრო უფრო სუსტებზე დავხარჯოთ. ჩვენ გვჭირდება თამაშები ბელგიის, გერმანიისა და იტალიის დონის ნაკრებებთან. ამას მე დაჟინებით ვითხოვ. ძლიერ მეტოქეებთან ვნახავთ, სად ვართ, რანი ვართ და რაში მოვიკოჭლებთ“.