ხორვატიის მთებში ძაღლმა დაშავებული ტურისტი გადაარჩინა. როგორც მედია წერს, ალასკური მალამუტი, ზედმეტსახელად ნორტი 13 საათის განმავლობაში ათბობდა ტურისტს, როდესაც მამაკაცი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
გრგა ბრკიჩი ხორვატიის მთიან რეგიონში ლაშქრობაში იმყოფებოდა, როდესაც დაეცა და მოძრაობა აღარ შეეძლო.
მასთან ერთად მყოფი მეგობრები ბრკიჩთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ და საგანაგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდნენ.
მაშველებმა ტურისტის უვნებლად ამოყვანა შეძლეს. მათი თქმით, ბრკიჩი სიკვდილს რვა თვის ალასკური მალამუტის დახმარების შედეგად გადაურჩა.