ხორვატიის მთავრობამ მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებების მიმართ დავალიანებები ჩამოაწერა
ხორვატიის მთავრობამ მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებების მიმართ  დავალიანებები ჩამოაწერა

ხორვატიის მთავრობამ მოქალაქეთა მიერ დაგროვილი 178 მილიონი ევროს დავალიანება ჩამოწერა.

როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა, ხელისუფლებამ გაითვალისწინა მოქალაქეთა მძიმე მდგომაროება და მათ მიერ საგადასახადო ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღო.

მოქალაქეთა ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საკანონმდებლო პაკეტი ხორვატიის პარლამენტმა დაამტკიცა და ის ძალაში 21 ივლისს შევიდა. კანონი შეეხება 326 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომელთაც საერთო ჯამში 581 მილიონი დოლარის დავალიანება აქვთ.

პირველ ეტაპზე ვალები ჩამოაწერეს იმ მოქალაქეებს, რომელთაც საბანკო ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდა და  დავალიანება 1,3 ათას ევროს ან მეტს შეადგენდა.

ხორვატიის პრემიერ- მინისტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ასევე მოუწოდებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს (ბანკებს, კავშირგაბმულობის ოპერატორებს და ა.შ.) გადახედონ მოქალაქეების დავალიანებას და შესაბამისი გადაწყვტილება მიიღონ.