ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრი – ღია კარის პოლიტიკა არსებობს, ძალაშია, საქართველომ უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით

13:00, 22.06.2023

საქართველოს პირველად აქვს ღია ევროპული პერსპექტივა და მან უნდა ისარგებლოს ამ შესაძლებლობით, – ამის შესახებ ხორვატიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ხორვატია საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერია.

„ჩვენ საქართველოს მტკიცე მხარდამჭერები ვიქნებით, მაგრამ საშინაო დავალება თავად უნდა შეასრულონ. ღია კარის პოლიტიკა არსებობს, ძალაშია. რაც უფრო სწრაფად შეასრულებენ კანდიდატი ქვეყნები კრიტერიუმებს და გარდაქმნიან თავს, უკეთესია, რადგან ეს არის პროცესი, რათა შეესაბამებოდნენ ევროკავშირის პოლიტიკას, უსაფრთხოების პოლიტიკას მომავალი წევრობისთვის“, – აღნიშნა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა.

მსგავსი