ხორვატიის დედაქალაქში ნაბახუსევის მუზეუმი გაიხსნა
ხორვატიის დედაქალაქში ნაბახუსევის მუზეუმი გაიხსნა

ხორვატიის დედაქალაქში ნაბახუსევის მუზეუმი გაიხსნა, სადაც ის ისტორიები და ნივთებია გამოფენილი, რომელიც ადამიანებს სიმთვრალეში გადახდათ თავს.

მუზეუმის შექმნის იდეაც სიმთვრალეში გაჩნდა. ზაგრების უნივერსიტეტის სტუდენტი რინო დუბოკოვიჩი მეგობრებთან ერთად სვამდა, რა დროსაც სიმთვრალეში ჩადენილი სასაცილო ისტორიების გახსენება დაიწყეს. სწორედ აქ გაჩნდა იდეა, გაეკეთებინათ მუზეუმი ექვსი თვის შემდეგ იმ ადგილას, სადაც იდეა გაჩნდა, სტუდენტებმა ნაბახუსევის მუზეუმი გახსნეს.

მაგალითად, მუზეუმის ერთ-ერთი ექსპონატი ველოსიპედის ბორბალია, რომელიც ერთ-ერთმა ადამიანმა ნაბახუსევზე შარვლის ჯიბეში აღმოაჩინა.

მუზეუმის მფლობელებს სურთ, ისტორიები მთელი მსოფლიოდან შეაგროვონ. მათთან დაკავშირება სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ არის შესაძლებელი.