ხორვატიაში შობა-ახალი წლის პერიოდში ქალაქებს შორის გადაადგილება იკრძალება
ხორვატიაში შობა-ახალი წლის პერიოდში ქალაქებს შორის გადაადგილება იკრძალება

ხორვატიაში შობისა და ახალი წლის პერიოდში ქალაქებს შორის გადაადგილება იკრძალება.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

23 დეკემბრიდან 8 იანვრამდე მოქალაქეებს საქალაქთაშორისო გადაადგილების უფლება არ ექნებათ.

ხორვატიაში ნაწილობრივი კარანტინია დაწესებული, რომლის ფარგლებში რესტორნები, ბარები და სპორტული დაწესებულებები დახურულია. კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სახლებიდან მუშაობის რეკომენდაციაა გაცემული.

„ჩვენი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ ზოგიერთი პოზიტიური ნიშნის მიუხედავად, შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელი ვარიანტი არ არის“, – განაცხადა ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დავორ ბოჟინოვიჩმა.

ხორვატიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 190 ათასს აჭარბებს.