ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათაზე დაიხურება.

წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან ერთ საათში გახდება ცნობილი. ხმის მიცემის უფლება 3 769 598 მოქალაქეს აქვს. არჩევნებს 14 620 დამკვირვებელი დააკვირდება.

არჩევნების პირველი ტური 29 დეკემბერს გაიმართა, მოქმედ პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს ხელახალი არჩევისთვის 1% დააკლდა, მან ხმათა 49,2% მიიღო. მის კონკურენტს, დრაგან პრიმორაკს მხარი ამომრჩეველთა 19,4%-მა დაუჭირა. არჩევნების მეორე ტურში სწორედ ისინი იბრძვიან ერთმანეთის წინააღმდეგ.