ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე გაიხსნა, ხოლო 18:00-ზე დაიხურება. ხმის მიცემა დაახლოებით 3,8 მილიონ ხორვატს შეუძლია.

მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, ოპოზიციური სოციალისტ-დემოკრატების კანდიდატი, მეორე ვადით იყრის კენჭს. მისი მთავარი კონკურენტია დრაგან პრიმორაკი, ყოფილი მეცნიერების მინისტრი, (HDZ).

Nova TV Daily News-ის მიერ გამოქვეყნებულმა უახლესმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მილანოვიჩი ლიდერობს 37,2%-ით, პრიმორაკს კი 20,4%-იანი მხარდაჭერა აქვს.