ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ხორვატიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, 151-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვების შანსი სავარაუდოდ არც ერთ პარტიას აქვს.

მთავარ მოწინააღმდეგეებს მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული „ხორვატიის დემოკრატიული კავშირი“ და მემარცხენე-ცენტრისტული „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ წარმოადგენენ.

ბოლო გამოკითხვით, მმართველ პარტიას გამოკითხულთა 27 პროცენტი უჭერს მხარს, სოციალ-დემოკრატებს კი 25 პროცენტი.

სოციოლოგიური კვლევებით მესამე ადგილზეა ნაციონალისტური ბლოკი „სამშობლო“, რომელსაც ხორვატიაში ცნობილი მომღერალი მიროსლავ სკორო ხელმძღვანელობს. მის მოძრაობას გამოკითხულთა 10 პროცენტი უჭერს მხარს.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩევო უბნების დახურვიდან დაახლოებით ორ საათში გამოქვეყნდება.

დატოვე კომენტარი