ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა
ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა

ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა.

15 წლის გოგონა ზაგრებში 22 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად შენობის ნანგრევებში მოჰყვა. ის კრიტიკულ მდგომარეობაში ადგილობრივი საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფებოდა.

5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ეს ხორვატიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველზე ძლიერი მიწისძვრა იყო.

მიწისძვრის გამო, დედაქალაქ ზაგრებში დაინგრა და დაზიანდა შენობები, დაშავდა 17 ადამიანი.