ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება
ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება

ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იკრძალება ქორწილები და იკეტება რესტორნები. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ასევე აიკრძალება გარე სივრცეებში 25-ზე მეტი ადამიანის შეკრება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეიზღუდება მგზავრების რაოდენობა. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისით იმუშავებენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 4 009 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და „კოვიდ-19“-ით 51 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხორვატიაში „კოვიდ-19“-ის 115 626 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 1 552 ადამიანი.