ხორვატიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
ხორვატიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ხორვატიის დედაქალაქში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების თქმით, მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ზომები ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის.

დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით – „კოვიდ-19-ი ტყუილია“, „ჩვენ არ ვართ იდიოტები“, „გააუქმეთ პირბადეები“, „გამორთეთ ტელევიზორი“. მომიტინგეების თქმით, ისინი სოციალური დისტანციის დაცვას აღარ აპირებენ.

ზაგრებში გამართულ მიტინგს ხორვატიის ჯანდაცვის მინისტრის გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავრობის მიერ გატარებული ზომები მოქალაქეების დაცვისკენ არის მიმართული.

ხორვატიაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. გასულ კვირას ხორვატიაში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობით 369 კოვიდინფიცირებული გამოავლინეს.

ხორვატიაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა ადგილებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შუეძლებელია, ივლისის შუა რიცხვებიდან პირბადეების ტარება სავალდებულოა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ხორვატიაში სულ 12 000 ათასი კოვიდინფიცირებული აღრიცხეს. დაიღუპა 197 ადამიანი.