ხორვატიაში 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

ხორვატიაში ბოლო 140 წლის განმავლობაში ყველზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქთან ახლოს შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დაშავდა 15 წლის მოზარდი. „როიტერის“ ინფორმაციით მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მიწისძვრამ ნგრევაც გამოიწვია. დაზიანებულია შენობები.

ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიწისძვრის გამო ქუჩაში გასულ ადამიანებს მოუწოდა, სოციალური დისტანცია დაიცვან.

ბოლო მონაცემებით, ხორვატიაში კორონავირუსით 206 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპული ერთი პირი.