ხორხელმა ჰეთ-თრიქით „სამგურალს“ მოაგებინა - „სამტრედიამ“ მწვრთნელის დანიშვნა გამარჯვებით აღნიშნა #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური წყალტუბოსა და სამტრედიაში გამართული მატჩებით დაიწყო.
სამგურალი 3 : 0 კოლხეთი 1913
წყალტუბოს „26 მაისი – არენაზე“ გამართული შეხვედრის ყურადღების ცენტრში ძმები ხორხელები იყვნენ: 45+1-ე წუთზე ნიკას გადაცემით ლუკამ გაიტანა. 45+4-ე წუთზე ნიკას გოლი არ ჩაუთვალეს, ხოლო 55-ე წუთზე პენალტი გააფუჭა, მაგრამ 70-ე წუთზე თავი ისევ ლუკა ხორხელმა გამოიჩინა, რომელმაც 79-ე წუთზე ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა.
სამტრედია 2 : 0 გაგრა
„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ ახალი მტავარი მწვრთნელის, ლადო კაკაშვილის დებიუტი დამაჯერებელი გამარჯვებით აღნიშნა. 23-ე წუთზე სტუმრებს გიორგი უბილავა გაუგდეს და მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს.
მართალია, 31-ე წუთზე დანიელ ოვუსუმ პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ საბოლოოდ „სამტრედიამ“ მცველების გოლებით მაინც მოიგო – 76-ე წუთზე ანგარიში დავით უბილავამ გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ზურაბ გიგაშვილმა დააფიქსირა.