ხორხე სამპაოლი ჩემპიონატის ბოლომდე იმუშავებს
ხორხე სამპაოლი ჩემპიონატის ბოლომდე იმუშავებს

არგენტინის საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა, არ შეცვალოს ნაკრების მწვრთნელი მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას. ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი ტურნირის ბოლომდე იმუშავებს გუნდში, – წერს გაზეთი AS.

ხორვატიასთან გამანადგურებელი ანგარიშით წაგების შემდეგ, გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოთამაშეებმა ასოციაციაში სამპაოლის გათავისუფლებით მოთხოვნით წერილი გაგზავნეს. პრესაში დასახელდა იმ სპეციალისტის გვარი, რომელიც ნიგერიასთან მატჩისთვის მოამზადებდა გუნდს – ხორხე ბურუჩაგა.

მაგრამ, შაბათის საგანგებო სხდომაზე, ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გაანთავისუფლოს სამპაოლი ტურნირის ბოლომდე. ასე რომ, მწვრთნელს დარჩა კიდევ ერთი შანსი, აღიდგინოს საკუთარი რეპუტაცია.
ბოლო ტურში ნიგერიის დამარცხების შემთხვევაში, არგენტინის ნაკრებს მერვედფინალში გასვლის რეალური შანსი ექნება.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!