ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა 17 მაისს, კვლავ დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდება

14:52, 13.05.2019

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის ნაწილი წარმოთქვა. მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატი დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას შემდეგ სხდომაზე განაგრძობს, რომელიც 17 მაისს ჩაინიშნა.

„დეტალურად ვისაუბრე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეებზე, ასევე ოქროს მოწმე მ.კ-ზე. მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის. ამ ჩვენების სიცრუე დასტურდება მისი უფროსი ძმის ჩვენებითაც. უამრავი გარემოება არის ამ საქმეში, რაც ადასტურებს იმას, რომ ბრალდება უსამართლოა და ეს საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოზარდს რომელსაც დავით სარალიძის მკვლელობა ედებოდა ბრალად, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ის დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში. ხოლო მოზარდს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის და ასევე ლევან დადუნაშვილის მკვლელობა, სასამართლომ  მხოლოდ დადუნაშვილის მკვლელობისთვის ცნო დამნაშავედ.

მეორე ინსტანციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე

მსგავსი