ხოჭოლოვამ „რეალთან“ სენსაციური გამარჯვება შეაფასა - ლიდერების არყოფნამ უფრო გაგვაერთიანა
დონეცკის „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების მცველმა, დათა ხოჭოლავამ „შახტარის“ საკლუბო ტელევიზიასთან ინტერვიუში კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩზე – დონბასელები დიდი სენსაციის ავტორები გახდნენ და გასვლაზე მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს (3: 2).
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ლიდერების არყოფნამ ძალიან იმოქმედა და გაგვაერთიანა. ჩვენ ყველას გვესმოდა, რომ წარმატებას მხოლოდ გუნდური თამაშით, მხოლოდ ერთმანეთის ბოლომდე გატანით და ბრძოლით მივაღწევდით. ისე მოხდა, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც მოედანზე იყო, თამაშობდა ერთმანეთისთვის. ჩვენ ბოლომდე ვიომეთ და გავუძელით“, – თქვა ხოჭოლავამ.
ჯგუფის მეორე მატჩში მილანის „ინტერმა“ და მიუნხენგლადაბახის „ბორუსიამ“ ფრედ ითამაშეს 2:2. ეს „შახტარისთვის“ სასურველი შედეგი იყო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.