დათა ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურის 11 რჩეულ მოთამაშეს შორის მოხვდა – საქართველოს ნაკრების მცველის სიმბოლურ ნაკრებში პროგრამა Instat–ის მონაცემებზე დაყრდნობით დაასახელეს.
ხოჭოლავამ უკრანული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერის, დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა. მან მე-13 ტურში კიევის „არსენალთან“ გასვლითი მატჩიც შეუცვლელად ჩაატარა, დონბასელებმა კი 3:0 მოიგეს.
ხოჭოლავამ 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქართველი ცენტრალური მცველი საიმედოდ მოქმედებდა. სტატისტიკური პროგრამა Instat–ის სხვადასხვა მონაცემების ჯამში მოთამაშის მარგი ქმედების კოეფიციენტს ადგენს – ქართველი მცველი მე–13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში სწორედ მის საფუძველზე მოხვდა.
„შახტარი“ 13 ტურის შემდეგ უკრაინის პრემიერლიგაში 34 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და კიევსი „დინამოს“ ხუთი ქულით ასწრებს.