ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ „ბრონდბიუსთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენმა“ დანიის სუპერლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. მე-13 ტურში ერთმანეთს ამ ქვეყანაში ორი ყველაზე პოპულარული კლუბი დაუპირისპირდა – „ბრონდბიუმ“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. „კოპენჰაგენი“ 2:0-ს აგებდა, 64-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მაგრამ ქულის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

დათა ხოჭოლავა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, 70-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სტატისტიკურ გვერდის, „სოპა სქორისგან“ 6,6 ქულა დაიმსახურა, რაც გუნდში არც საუკეთესო შეფასებაა და არც – ყველაზე უარესი.

13 ტურის შემდეგ „კოპენჰაგენი“ 25 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „მიტდიულანდს“ (31) ექვსი ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამეადგილოსანრანდერსს“ (24) მხოლოდ ქულით ასწრებს.