ხობის მუნიციპალიტეტის ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო
ხობის მუნიციპალიტეტის ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის, შუა ხორგის და ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მისი ღირებულება 920 ათას ლარს შეადგენს.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2000-ზე მეტი მოსახლე სასმელ წყალს მიიღებს. მაგისტრალის სიგრძე 34 კილომეტრია. სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წლის 20 მარტამდე დასრულდება.

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მცხოვრებლებს სასმელი წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებათ.

მიმდინარე სამუშაოები ხობის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა დაათვალიერეს.