ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში საქართველოს 2019 წლის ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრში ქვეყნის უძლიერესი სპორტსმენები იღებენ მონაწილეობას.
ტურნირის პირველ დღეს პრიზიორები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდნენ. ქალთა შორის ქვეყნის ჩემპიონის ტიტული ლიკა ჯიჯეიშვილმა მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი ანა აფრასიძე გახდა. მესამე ადგილზე კი ლიზი ბაციაშვილი და თამარ ჩარკვიანი გავიდნენ.
კაცებში საუკეთესო სანდრო ბაზაძე იყო. გოგა კაკაურიძემ ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა. ბრინჯაოს მედლებს ვაჯა რეჭია და მიხეილ მარდალეიშვილი დაეუფლნენ. 20 აპრილს შეჯიბრი რაპირით ფარიკაობაში გაიმართება, 21 აპრილს კი პრიზიორები დაშნით ფარიკაობაში გამოვლინდებიან.