ხმელთაშუა ზღვაში თურქეთი, იტალია, გერმანია და საბერძნეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ
Frégate type F70 ASM Montcalm D642
ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთი, იტალია, გერმანია და საბერძნეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ.
სწავლება ნატო-ს მეორე მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფის შემადგენლობით მიმდინარეობს. ერთობლივ სამხედრო წვრთნებში ჩართულია თურქული ფრეგატები, ასევე იტალიური ფრეგატი „კარაბინიერი“, გერმანული „ჰამბურგი“ და ბერძნული „ლიმნოსი“.
ეკიპაჟები ერთობლივ ტაქტიკურ მანევრირებას შეასრულებენ, რის შემდეგაც 24-26 იანვარს თურქეთში, მერსინის პორტში გაჩერდებიან.