ხმელთაშუა ზღვაში სირიის ქარხნიდან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა, კვიპროსი დააზარალოს
ხმელთაშუა ზღვაში სირიის ქარხნიდან ჩაღვრილმა ნავთობმა შესაძლოა, კვიპროსი დააზარალოს

სირიის სანაპიროზე ჩაღვრილმა ნავთობის მასამ შესაძლოა, კვიპროსის სანაპიროსთან მიაღწიოს და ზარალი მიაყენოს.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხმელთაშუა ზღვაში ნავთობი სირიის უდიდესი ქარხნიდან ჩაიღვარა. სატელიტურმა გამოსახულებამ აჩვენა, რომ ლაქა ჩრდილოეთით, სირიის სანაპიროს გასწვრივ გავრცელდა, ვიდრე კვიპროსის მიმართულებით დაიძრებოდა.

თურქეთის მიერ კონტროლირებადმა არაღიარებულმა ჩრდილოეთ კვიპროსმა განაცხადა, რომ ყველა აუცილებელ ზომას იღებს, რათა თავიდან აიცილოს ზარალი და დახმარებას თურქეთი უწევს.

სირიის მთავრობამ გასულ სამშაბათს განაცხადა, რომ ბანიასის თბოელექტროსადგურზე მოხდა საწვავის ავზიდან შემთხვევითი გაჟონვა. ჩაღვრილი ნავთობი 800 კვადრატულ კილომეტრზე გავრცელდა.